ფიბა-მ ევრობასკეტის „უძვირფასესი მოთამაშის“ პრიზის მოგების ხუთი მთავარი ფავორიტი დაასახელა #1TVSPORT
ფიბა-მ ევრობასკეტის „უძვირფასესი მოთამაშის“ პრიზის მოგების ხუთი მთავარი ფავორიტი დაასახელა #1TVSPORT

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიბა) 2025 წლის ევრობასკეტზე აკრედიტირებულ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა თემაზე – ვინ გახდება ევროპის ჩემპიონატის MVP.

ულაპარაკო ფავორიტი გახდა სერბეთის ნაკრების 30 წლის ლიდერი ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც ხმების 72.2 პროცენტი მიიღო.

ასევე ტოპხუთეულში თანაბარი რაოდენობის ხმებით შევიდნენ 26 წლის სლოვენიელი გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი და 23 წლის გერმანელი მცველი ფრანც ვაგნერი – მათ 8.4 პროცენტი მიიღეს.

საუკეთესო ხუთეული შეავსეს სერბმა მცველმა, ბოგდან ბოგდანოვიჩმა და გერმანელმა გამთამაშებელმა, დენის შრიოდერმა. მათაც თანაბარი რაოდენობის ხმები აქვთ პრესის წარმომადგენლებისგან – 4.8 პროცენტი.

პარალელურად, გამოცემა Eurohoops-მა ევრობასკეტის წინ შეადგინა 10 კალათბურთელის სია, რომლებსაც უნდა მივადევნოთ თვალი ტურნირის მსვლელობისას.

სიაში შევიდნენ: ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ლაური მარკანენი (ფინეთი), ფრანც ვაგნერი (გერმანია), ალპერენ შენგიუნი (თურქეთი), ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო), კრისტაპს პორზინგისი (ლატვია), იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა) და სიმონე ფონტეკიო (იტალია).