ფიბა-მ 2025 წლის ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად ერგინ ატამანი დაასახელა #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად ფიბა-მ თურქეთის ნაკრების დამრიგებელი ერგინ ატამანი დაასახელა.
ატამანმა 24 წლის შემდეგ თურქეთის ნაკრებს კონტინენტის პირველობის მედალი მოუტანა. ფინალში თურქები გერმანიასთან 83:88 დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ. ასეთივე შედეგი ჰქონდათ მათ 2001 წელს, მაშინ ფინალური მატჩი იუგოსლავიასთან დათმეს.
ევრობასკეტზე თურქეთის ეროვნულმა გუნდმა ფინალამდე ყველა მატჩი მოიგო. ევროლიგის სამგზის გამარჯვებული ერგინ ატამანი თურქეთის ნაკრებს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს.
🇹🇷 Türkiye’s Ergin Ataman is the Best Coach of #EuroBasket 2025! 🧠
🔗 https://t.co/CU9hqjmNpi pic.twitter.com/D5ZGmnEGhy
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 14, 2025