ფიბა (FIBA) - მზად ვართ ევროლიგასთან დიალოგისთვის
ფიბა (FIBA) - მზად ვართ ევროლიგასთან დიალოგისთვის

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია სანაკრებო მატჩებისთვის პაუზებს სეზონის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს და მზად არის დიალოგისთვის ევროლიგასთან.

„ჩვენი ახალი გენერალური მდივანი ანდრეას ზაგკლისი მიიჩნევს, რომ „ფანჯრები“ ახალი სისტემის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ძალაში ჯერ კიდევ 2017 წელს შევიდა. ამასთან, მისთვის მზადება დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. რაც შეეხება ურთიერთობას ევროლიგასთან, ზაგკლისი – არის ადამიანი, რომელსაც სჯერა დიალოგის, კეთილი ჩანაფიქრების და ამიტომაც ღიაა ნებისმიერი წინადადების განხილვისთვის, რომელიც შეიძლება დადებითად წაადგეს კალათბურთსა და მის განვითარებას“, – წერს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-სამსახური.