„რალი სტარ ჯორჯიას“ მეორე შესარჩევი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა
„რალი სტარ ჯორჯიას“ მეორე შესარჩევი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით  რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე FIA Rally Star Georgia – ს მეორე შესარჩევი ეტაპი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა 18-დან -27 წლამდე ავტოსპორტის მოყვარულმა 100 – მდე ახალგაზრდამ მიიღო. FIA Rally Star Georgia – ს ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით ორჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 40 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ.

საბოლოოდ, საუკეთესო შედეგი ბიჭებში რობერტ ბალიაურმა და  გოგონებში მარიამ სიხარულიძემ დააფიქსირა, ხოლო ფინალურ ეტაპზე კი საერთო ჯამში 25 მონაწილე გადავიდა.

პროექტის ფარგლებში დარჩენილია კიდევ ერთი შესარჩევი ეტაპი, რომელიც 7 მარტს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება. ხოლო 14 მარტს კი საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად.

პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის „რალი“- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.

მონაწილეობის მსურველებს ღონისძიებაში ჩართვის შანსი ქუთაისში 7 მარტს დარჩენილ ბოლო – მესამე ეტაპზეც მიეცემათ.  შესარჩევი „ აია არენა“-ს ავტოსადგომზე გაიმართება. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.