Fox News - დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის საახალწლო წვეულება გააუქმა
Fox News - დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის საახალწლო წვეულება გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის დაგეგმილი საახალწლო წვეულება გააუქმა. ინფორმაციას Fox News – ი ავრცელებს.

ჟურნალისტების ვერსიით, ამის მიზეზია პრეზიდენტის დაძაბული ურთიერთობა ჟურნალისტებთან. თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის წვეულების მოწყობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს და მასში მონაწილეობას არა მხოლოდ თეთრი სახლის ჟურნალისტები არამედ მოწვეული რეპორტიორებიც იღებდნენ.

წვეულების გაუქმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თეთრ სახლს ჯერ არ გაუვრცელებია.