ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 63 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 63 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 63 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციის ოპერაცია მიზნად ისახავს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც გიულენის ორგანიზაციას ფულით და სხვა საშუალებებით ეხმარებოდნენ.

ეჭვმიტანილებს შორის არიან სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციის ყოფილი თანამშრომლები. ოპერაცია ადანის, მერსინის და სტამბოლის რეგიონებში მიმდინარეობს.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა. თურქეთის ხელისფლების მტკიცებით, სახელმწიფო წესრიგის დამხობის მიზნით, გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას აწარმოებდა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, კერძოდ, არმიაში, პოლიციასა და სასამართლოში თავისი წევრების ინფილტრაციას ახდენდა. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.