ფეტელმა ფორმულა 1-დან წასვლის ჭორები უარყო
ფეტელმა ფორმულა 1-დან წასვლის ჭორები უარყო

„ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ არ აპირებს უახლოეს მომავალში კარიერის დასრულებას მიუხედავად იმისა, რომ თავისი 22 წლის თანაგუნდელისგან, შარლ ლეკლერისგან დიდ კონკურენციას გრძნობს. 2019 წლის სეზონში, რომლის დასრულებამდე ერთი რბოლა რჩება, ლეკლერი უსწრებს ფეტელს როგორც მოგებების (2:1), ასევე ქულების (249:230) რაოდენობით.

32 წლის ფეტელს ჰკითხეს – გეგმავს თუ არა ფორმულა 1-დან წასვლას.

„არავითარ შემთხვევაში. ვფიქრობ, ჩვენთვის ასაკი არც ისე კრიტიკულია, როგორც სპორტის სხვა სახეობებში. მაგრამ აქაც ყველაფერი იგივეა – თუ საკმარისად კარგი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისად ახალგაზრდა ხარ.

ფორმულა 1-ში უკვე 12 წელია გამოვდივარ. ჩემს წინაშე უკვე აღარ არის ისეთი პერსპექტივები, როგორც ადრე. სხვაგვარად განვიხილავ მოვლენებს, არ ვჩქარობ. მაგრამ კარგია, რომ წინ კიდევ რამდენიმე სეზონი მაქვს“, – განაცხადა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა.

დატოვე კომენტარი