ფერსტაპენმა 2030 წლის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი „რედ ბულთან“ #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა კონტრაქტი გააგრძელა „რედ ბულთან“. ხელშეკრულება 2030 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
ფერსტაპენი ავსტრიულ გუნდში 2016 წლიდან გამოდის. სწორედ „რედ ბულში“ მოიპოვა ნიდერლანდელმა ოთხივე ტიტული.
2026 წლის სეზონში ფერსტაპენი პილოტთა პირად ჩათვლაში მეექვსე ადგილზეა.