ფერნანდო ვერდასკო როლან გაროსს სასამართლოში უჩივლებს
ფერნანდო ვერდასკო როლან გაროსს სასამართლოში უჩივლებს

ესპანელმა ჩოგბურთელმა ფერნანდო ვერდასკომ განაცხადა, რომ აპირებს სასამართლოში უჩივლოს როლან გაროსის ორგანიზატორებს.

ვერდასკო ტურნირის მონაწილეთა სიიდან კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ ამოიღეს. ორგანიზატორებმა უარი თქვეს ჩოგბურთელის განმეორებით შემოწმებაზე და ესპანელმა ყველა ანალიზი დამოუკიდებლად ჩაიტარა. შედეგი უარყოფითი იყო, მაგრამ ვერდასკო მაინც არ დააბრუნეს მონაწილეებს შორის.

„ვაპირებ თუ არა როლან გაროსის წინააღმდეგ სასამართლოში წასვლას? დიახ, ეს ცხადია. არავინ დაიჯერებს იმას, რომ ასეთი დონის ტურნირის ამგვარად გამოტოვება შესაძლებელია. ეს შეუძლებელია. აქ უკვე ფულზე აღარ არის ლაპარაკი. ეს ზარალია, რომელსაც გაყენებენ როგორც პიროვნებას“, – განაცხადა ვერდასკომ ესპანურ რადიოსთან კომენტარში.

დღებისთვის, ესპანელი მსოფლიოს კლასიფიკაციაში 58-ე ჩოგანია.