ფერნანდო ტორესმა „ატლეტიკოს“ დატოვების შესახებ გამოაცხადა
ფერნანდო ტორესმა „ატლეტიკოს“ დატოვების შესახებ გამოაცხადა

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის დატოვებს დედაქალაქურ კლუბს. მიზეზად მან სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა დაასახელა.

“ეს რთული გადაწყვეტილება იყო, ამიტომაც ამის შესახებ ნაადრევად ვაცხადებ. ჩემთვის უმძიმესია მეორედ “ატლეტიკოსთან” გამოთხოვება, რადგან აქ მსურდა კარიერის დასრულება. მაგრამ ამ სეზონში ნაკლებს ვთამაშობ, ვიდრე შარშან. მინდა კიდევ ორი, სამი ან ხუთი წელი ვითამაშო. ამიტომაც მჭირდება სხვა კლუბი. არასოდეს ვნებდები”, – განუცხადა გაზეთ Marca-ს 34 წლის ფეხბურთელმა.

ტორესი “ატლეტიკოში” 2001-07 წლებში თამაშობდა, 2016 წელს დაბრუნდა გუნდში. ასევე ფორვარდი გამოდიოდა “ლივერპულში”, “მილანში” და “ჩელსიში”.