ფერნანდო სანტუშს პორტუგალიის ნაკრებიდან არ გაუშვებენ #1TVSPORT
ფერნანდო სანტუშს პორტუგალიის ნაკრებიდან არ გაუშვებენ #1TVSPORT

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია არ გეგმავს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდო სანტუშის გადაყენებას.

პორტუგალიელებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლო ტურში შინ წააგეს სერბეთის ნაკრებთან და პირდაპირ ვერ მოხდნენ ფინალურ ტურნირში.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კვლავაც უცხადებს ნდობას 67 წლის სპეციალისტს. ის მოამზადებს გუნდს პლეი ოფის მატჩებისთვის, რომელიც მომავალი წლის მარტში გაიმართება.

ფერნანდო სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ევრო 2016 და 2019 წლის ერთა ლიგა.

დატოვე კომენტარი