ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1-ში დაბრუნება არ გამორიცხა
ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1-ში დაბრუნება არ გამორიცხა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ესპანელმა აღნიშნა, რომ ერთადერთ პრობლემად შეიძლება მისი ასაკი იქცეს.

„როცა ფორმულა 1-ის ეტაპს ვესწრები და ვხვდები გუნდების წარმომადგენლებს, ვგრძნობ უდიდეს პატივისცემას ადამიანების მხრიდან. და ეს არ ხდება ტრასაზე ჩემი მიღწევების გამო. მათ ჩემს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება იმ საქმეების გამო აქვთ, რასაც ტრასის საზღვრებს გარეთ ვაკეთებ.

ვიცი, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნება ასაკის გათვალისწინებით სულ უფრო რთული იქნება, მაგრამ ეს შეუძლებელად არ მიმაჩნია. მქონდა დასვენების დრო და აზრების გონებაში დალაგების საშუალება. ახლა შემიძლია დაბრუნება და სიამოვნების მიღება, რაც შეუძლებელი იყო ბოლო წლებში, როცა ჩემპიონატში გამოვდიოდი“, – განაცხადა ალონსომ გაზეთ AS-თან.