ფერნანდო ალონსომ „დაიტონას 24 საათი“ მოიგო
ფერნანდო ალონსომ „დაიტონას 24 საათი“ მოიგო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ კარიერაში კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას მიაღწია – მან სახელგანთქმული „დაიტონას 24 საათი“ მოიგო. Cadillac-ით მოასპარეზე Wayne Taylor Racing-ის ეკიპაჟი რბოლაში, რომელიც წვიმის გამო გააჩერეს, გამარჯვებულად გამოცხადდა. ალონსოს გარდა, ეკაპაჟის წევრები – რენგერ ვან დერ ზანდე, კამუი კობაიაში და ჯორდან ტეილორი იყვნენ.​ ალონსომ ლიდერობა წვიმამდე მოიპოვა, როცა ფელიპე ნასრის შეცდომას დაუდარაჯდა. საბოლოოდ, რბოლა დასრულებამდე ორი საათით ადრე, წვიმის გამო შეაჩერეს და გადაწყვიტეს აღარ განეახლებინათ.

მეორე ადგილზე Cadillac ნასრის, ლუის ელიპე დეანისა და ერიკ კიორანის შემადგენლობით. მესამეზე Acura ARX-05, რომელშიც ელიო კასტრონევეში, რიკი ტეილორი და ალექსანდერ როსი შედიოდნენ.

შარშან, ლეგენდარული „ლე მანის 24 საათი“ ალონსომ მოიგო. წლევანდელ სეზონში, ესპანელი IndyCar-ის სერიაში იასპარეზებს.