ფერნანდო ალონსო ინდიანაპოლისის „500 მილში“ მიიღებს მონაწილეობას
ფერნანდო ალონსო ინდიანაპოლისის „500 მილში“ მიიღებს მონაწილეობას

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მესამედ მიიღებს მონაწილეობას ლეგენდარულ რბოლაში, რომელსაც „ინდიანაპოლისის 500 მილი“ ჰქვია. ამის შესახებ თავად ესპანელმა პილოტმა დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რბოლაა ჩვენს სახეობაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ მასში მივიღებ მონაწილეობას. შარშან, ჩემი გამოსვლა ინდიანაპოლისში ისეთი არ იყო, როგორც ვისურვებდი. მაგრამ ახლა მაქვს წარმატებისა და გამარჯვების იმედი“, – განაცხადა ესპანელმა.

ალონსო საჯინიბო Arrow McLaren SP-ის მანქანის საჭესთან დაჯდება. აქამდე ფერნანდომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა „ინდიანაპოლის 500“-ში – 2017 და 2019 წლებში. შარშან, ესპანელმა კვალიფიკაციის გავლა ვერ შეძლო და ვერ მოხვდა საუკეთესო 33 პილოტს შორის.

წელს, რბოლა 24 მაისს გაიმართება. „ინდი 500“ 1911 წლიდან იმართება.