ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნებისთვის მზადაა
ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში დაბრუნებისთვის მზადაა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ზედიზედ მეორედ მოიგო “ლე მანის 24 საათი”, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიძლება ფორმულა 1-ში დაბრუნდეს. თუმცა, მანვე დაამატა, რომ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონობის პრეტენდენტი გუნდისგან მიიღებს შეთავაზებას.

“დავბრუნდები, თუ ფორმულა 1 მომხიბვლელ ალტერნატივად მომეჩვენება, – განაცხადა ალონსომ. – მზად ვარ საინტერესო წინადადებების მოსასმენად. თუ დავბრუნდები ფორმულა 1-ში, მხოლოდ ჩემპიონობისთვის რეალური ბრძოლის სანაცვლოდ. არ მინდა ყველაფერის ნულიდან დაწყება. მინდა ბოლიდი, რომლითაც მოგებას შევძლებ”.