ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ში 2027 წელსაც იასპარეზებს #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ სპორტში დარჩენა გადაწყვიტა და 2027 წელსაც „ასტონ მარტინის“ წევრი იქნება.
45 წლის ფერნანდო ალონსო 2027 წელს ფორმულა 1-ში 26-ე სეზონს დაიწყებს. მისი დებიუტი 2001 წელს „მინარდის“ შემადგენლობაში ავსტრალიის გრანპრიზე შედგა.
ალონსო მსოფლიო ჩემპიონი 2005 და 2006 წელს გახდა, როდესაც ფრანგული გუნდის, „რენოს“ ღირსებას იცავდა.
ესპანელის თანაგუნდელი 2027 წელსაც კანადელი ლენს სტროლი იქნება.
Fernando Alonso 🤝 @AstonMartinF1
More to come from Fernando and Aston Martin, as he’s locked in for 2027! #F1 pic.twitter.com/kICdHsesNy
— Formula 1 (@F1) September 29, 2026