ფერნანდო ალონსო 2020 წლის დაკარზე გამოვა
ფერნანდო ალონსო 2020 წლის დაკარზე გამოვა

ფორმულა 1-ში ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო 2020 წელს ლეგენდარულ ავტომარათონ „დაკარში“ მიიღებს მონაწილეობას, – იტყობინება გამოცემა Motorsport. ესპანელი „ტოიოტას” ერთ-ერთი წევრი იქნება.

ალონსოს შტურმანი იქნება „დაკარის“ მრავალგზის ჩემპიონი მოტოციკლის კლასში, ესპანელი მარკო კომა.

ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1 2018 წლის სეზონის შემდეგ დატოვა. 2019 წლიდან გამოდის ამტანობაზე რბოლებში და ამერიკულ სერია ინდიკარ-ში. ესპანელი „ლე მანის 24 საათვის“ ორგზის ჩემპიონია.

2020 წელს „დაკარი“ გაიმართება საუდის არაბეთში 5-17 იანვარს. მარშრუტის სრული სიგრძე 9000 კილომეტრი იქნება.