ფერნანდინიო - „ლივერპულს“ ეხმარება ის, რომ გუნდს ჩემპიონობა მოენატრა
ფერნანდინიო - „ლივერპულს“ ეხმარება ის, რომ გუნდს ჩემპიონობა მოენატრა

„მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი ნახევარმცველის ფერნანდინიოს აზრით „ლივერპულის“ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მერსისაიდელებს დიდი ხანია, ჩემპიონობა არ უზეიმიათ.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ „ლივერპულთან“ ახლოს ვიყოთ. რამდენიმე ტიტულის შემდეგ, ალბათ, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი ადვილად გამოგვივიდოდა.

მაგრამ სპორტში ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, იბრძოლო გამარჯვებისთვის და ამ მიზნით იცხოვრო.

„ლივერპულს“ ეხმარება ის, რომ გუნდს დიდი ხანია, რაც ჩემპიონატი არ მოუგია. ლივეპულელები ახლა გრძნობენ, რომ მათ ეს შეუძლიათ“, – ციტირებს „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელ ფეხბურთელს Goal.

დატოვე კომენტარი