ფერმინ ლოპესმა მოტეხილობა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ფერმინ ლოპესი ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.
„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ბეტისთან“ ბოლო ტურის მატჩში ლოპესმა მარჯვენა ტერფის მეხუთე მეტატარსალური ძვლის მოტეხილობა მიიღო. ფეხბურთელს ოპერაცია ელოდება.
ამ სეზონში ფერმინმა „ბარსელონას“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.