ფერგიუსონმა „მანჩესტერის“ ფეხბურთელები გაამხნევა
MANCHESTER, ENGLAND - NOVEMBER 11: Sir Alex Ferguson is seen in the stands prior to the Premier League match between Manchester City and Manchester United at Etihad Stadium on November 11, 2018 in Manchester, United Kingdom. (Photo by Laurence Griffiths/Getty Images)
სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა და უთხრა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ ეს კლუბი დიდებულად აქციონ.
შოტლანდიელის მოწვევა ოლე გუნარ სოლსკიაერის იდეა იყო, რათა ფეხბურთელებში სულისკვეთება აემაღლებინა.
„იუნაიტედმა“ თავისი ხუთივე შეხვედრა მოიგო ნორვეგიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. კლუბთან დაკავშირებულმა წყარომ კი განაცხადა: „ფერგიუსონმა ბიჭებს უთხრა, რომ ისინი კვლავ გახდიდნენ „იუნაიტედს“ დომინანტ და წარმატებულ გუნდად. უთხრა, რომ სჯერა მათი და სურს, მათ სიამოვნება მიიღონ საკუთარი თავისგან, იბრძოლონ ერთმანეთისთვის და მოედანზე დადონ ყველაფერი. ასევე უთხრა, რომ კლუბი საიმედო ხელშია და დაპირდა, რომ „იუნაიტედი“ კვლავ გახდება დიდი და უკეთესი, ეს ფეხბურთელები კი ამის ნაწილი იქნებიან.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელებს სურთ, მადლობა გადაუხადონ სერ ალექსს მხარდაჭერისა და კეთილი სიტყვებისათვის და ძალიან სურთ რომელიმე ტიტული მოიგონ მისი და ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის ამ სეზონში.