ფერგიუსონი - დელ პიეროს ვთხოვდი, ჩვენთან გადმოსულიყო
ფერგიუსონი - დელ პიეროს ვთხოვდი, ჩვენთან გადმოსულიყო

ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის წინ ამ გუნდების დაპირისპირებები და კონკრეტულად ალექს დელ პიეროსთან დაკავშირებული ეპიზოდი გაიხსენა.

„იუვესთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც დელ პიერომ სასწაულად ითამაშა, გარი ნევილი და რაინ გიგზი მთხოვდნენ, მის ტრანსფერზე მემუშავა. ალექსს დავუკავშირდი, თუმცა მან ამ ყველაფერზე საუბარი საერთოდ არ ისურვა“.

„2006 წელს კალჩოპოლის სკანდალი მოხდა და მე მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდი. ვიცოდი, მისით რეალიც იყო დაინტერესებული. ვუთხარი, რომ მადრიდზე უარი ეთქვა და სათამაშოდ ინგლისში წამოსულიყო“.

„სერ, ამ თემაზე ადრეც მესაუბრეთ, უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ „იუვენტუსი“ ჩემი სახლია, ამ გუნდს ვერ მივატოვებ“, – მომიგო დელ პიერომ.