ფერგიუნსონს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ოლე გუნარ სოლსკიაერი სურს
ფერგიუნსონს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ოლე გუნარ სოლსკიაერი სურს

მიუხედავად იმ წარმატებული მატჩებისა, რასაც „მანჩსტერ იუნაიტედის“ ახალდანიშნული ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე გუნარ სოლსკიაერი ატარებს, მისი მომავალი „ოლდ ტრაფორდზე“ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პრესის ზოგიერთი წყარო ოლე გუნარს გუნდში დარჩენას უწინასწარმეტყველებს, ხოლო ზოგის გადმოცემით, კლუბის ბოსები ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცზე მაურისიო პოჩეტინოზე ფიქრობენ.

ინგლისური გრანდის ლეგენდის, სერ ალექს ფერგიუსონის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. „დეილი მირორის“ (Daily Mirror) მიერ გავრცელებული ცნობით, სერ ალექსს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ოლე გუნარ სოლსკიაერი სურს, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული გრძელვადიანი კონტრაქტით.

აღნიშნული წყაროს მტკიცებით, ოლე გუნარ სოლსკიაერის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ ფერგიუსონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქედან გამომდინარე, ის ​ნორვეგიელს გუნდის თავკაცის პოსტზე მომავალ სეზონებშიც დიდი სიამოვნებით იხილავდა.

დატოვე კომენტარი