„ფერენცვაროშმა“ პირველი შეხვედრა მოიგო - დვალსა და ხარაიშვილს ტრავმების გამო არ უთამაშიათ #1TVSPORT
„ფერენცვაროშმა“ პირველი შეხვედრა მოიგო - დვალსა და ხარაიშვილს ტრავმების გამო არ უთამაშიათ #1TVSPORT

20 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უნგრეთის „ფერენვცაროშმალიეტუვას „ჟალგირისს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

სამწუხაროდ, უნგრეთის ჩემპიონის შემადგენლობაში არც ლაშა დვალს უთამაშია და არც გიორგი ხარაიშვილს. უნგრული გამოცემა csakfoci-ის მტკიცებით, დვალი ბოლო დღეებში მცირე ტრავმის მოშუშებას ცდილობდა და განაცხადში ამიტომ ვერ მოხვდა.

„პიტერ შტეგერის შემადგენლობაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ მოხვდა. ენდრე ბოტკა და ლაშა დვალი, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ტრავმებს ებრძოდნენ, მონაწილეობას ვერ მიიღებენ“, – წერს უნგრული გამოცემა.

რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მან სეზონის ბოლოს ტრავმა მიიღო, ივნისში ოპერაცია გაიკეთა და ჯერ რეაბილიტაციას გადის.

სომხეთის ჩემპიონი „ალაშკერტი“ საკუთარ მოედანზე ტირასპოლის „შერიფთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ცენტრალური ნახევარმცველი დავით ხურციძე, რომელმაც პირველ ეტაპზე უელსურ „კონას ნომადსთან“ გასვლაზე (2:2) დუბლი შეასრულა. ამჯერად, 28 წლის ფეხბურთელმა თავი ვერ გამოიჩინა და მეორე ტაიმში შეცვალეს.

დატოვე კომენტარი