ფერდინანდმა ლიონელ მესის საოცარი თამაში აღნიშნა
ფერდინანდმა ლიონელ მესის საოცარი თამაში აღნიშნა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ბარსელონასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა და ლიონელ მესის საოცარი თამაში აღნიშნა. როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელმა თავდამსხმელმა წითელი ეშმაკების წინააღმდეგ ორი გოლის გატანა მოახერხა.

„ძალიან ბევრი მატჩი მინახავს, მათ შორის ინდივიდუალურიც, სადაც ერთი კონკრეტული ფეხბურთელი საოცარ თამაშს აჩვენებს და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეაქვს. ვფიქრობ, ეს მათ შორის საუკეთესო იყო, რადგან ლიონელ მესიმ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება არაჩვეულებრივად მოახდინა. ვინც მატჩს უყურა, აუცილებლად დამეთანხმება, რომ არგენტინელი საოცარი საფეხბურთო ნიჭის პატრონია. ის უბრალოდ ძალიან მაგარი მოთამაშეა და ამას ვერავინ უარყოფს“, – განაცხადა რიო ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ ფერდინანდს მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 2002-2014 წლებში უთამაშია.