„ფერარის“ უხეში შეცდომის გამო, მონაკოს გრანპრი მექსიკელმა პილოტმა მოიგო, შუმახერი მძიმე ავარიაში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ფერარის“ უხეში შეცდომის გამო, მონაკოს გრანპრი მექსიკელმა პილოტმა მოიგო, შუმახერი მძიმე ავარიაში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

მონაკოს გრანპრი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ კატასტროფულად დასრულდა მასპინძელი შარლ ლეკლერისთვის. „ფერარის“ პილოტმა საშინაო ტრასაზე სეზონში მეხუთე პოული მოიპოვა და გამარჯვების მთავარი კანდიდატი გახდა, რადგან მონაკოში გასწრება პრაქტიკულად შეუძლებელია. მხოლოდ მეოთხე იყო მოქმედი ჩემპიონი და წლევანდელი ლიდერი მაქს ფერსტაპენი.

რბოლის დაწყება წვიმის გამო რამდენჯერმე გადაიდო, საბოლოოდ, ბოლიდებმა ერთი საათის დაგვიანებით აიღეს სტარტი, თანაც უსაფრთხოების მანქანის თანხლებით. ტრასა თანდათან შრებოდა და მნიშვნელოვანი იყო პიტსტოპების ტაქტიკის სწორად განსაზღვრა.

ამ მხრივ, „რედ ბულმა“ ისევ ზუსტად იმუშავა და პიტსტოპისთვის ყველაზე სწორი დრო შეარჩია, „ფერარის“ ინჟინრებმა კი მორიგ ჯერზე დააღალატეს საკუთარი პილოტები. მაგრამ თავიდან ყველაფერი მშვიდად იყო. ფერსტაპენმა და ლეკლერმა ერთდროულად შეუხვიეს ბოქსებში, რაც მაქსს არ აძლევდა ტიტულისთვის პირდაპირი კონკურენტის გასწრების საშუალებას. მაგრამ შემდეგ იტალიურ გუნდში დაუჯერებელი რამ ჩაიდინეს. ლეკლერს ისევ დაუძახეს ბოქსებში, შემდეგ ბრძანება გააუქმეს, მაგრამ მონაკოელმა ეს პიტლეინზე შესვლისას გაიგონა. გინებისა და ყვირილის ფონზე ის პირველიდან მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

რბოლის შუაში მიკ შუმახერი საშინელ ავარიაში მოხვდა: მისი ბოლიდი ორ ნაწილად გადატყდა. გულშემატკივრები და მრბოლელები შეშინდნენ, მაგრამ გერმანელი წესრიგში იყო. ჯერჯერობით, ფორმულა 1-ის ლეგენდის ვაჟი ვერ ადაპტირდა მთავარ საავტომობილო სერიაში – ნული ქულა სეზონნახევრის განმავლობაში

რესტარტის შემდეგ, საინტერესო არაფერი მომხდარა. ბოლიდებს პოზიციები აღარ შეუცვლიათ და ლიდერებმა ასეთი თანმიმდევრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი: სერხიო პერესი, კარლოს საინსი, ფერსტაპენი, ლეკლერი. პერესისთვის ეს იყო მესამე გამარჯვება კარიერაში.

ჩემპიონატი ორი კვირის შემდეგ ბაქოში გაგრძელდება.

მონაკოს გრანპრი

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) – 78 წრე
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) – +1.154
  3. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, რედ ბული) – +1.491
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) – +2.922
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) – +11.968
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) – +12.231
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) – +46.358
  8. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი. მერსედესი) – +50.388
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) – +55.644
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) – +52.525
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) – +53.536
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფა ტაური) – +54.289
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) – +57.635
  14. ლენს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) – +1:00.802
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიასი) – 1 წრე
  16. გუანიუი ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) – 1 წრე
  17. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფა ტაური) – 1 წრე
  18. ალექს ალბონი (ტაილანდი, უილიამსი) – უფინიშოდ
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) – უფინიშოდ
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) – უფინიშოდ

საერთო ჩათვლა

  1. მაქს ფერსტაპენი – 125 ქულა (4 მოგება)
  2. შარლ ლეკლერი – 116 (2)
  3. სერხიო პერესი – 110 (1)
  4. ჯორჯ რასელი – 84
  5. კარლოს საინსი – 83
  6. ლუის ჰემილტონი – 50
  7. ლანდო ნორისი – 48
  8. ვალტერი ბოტასი – 40
  9. ესტებან ოკონი – 30
  10. კევინ მაგნუსენი – 15
  11. დანიელ რიკარდო – 11
  12. იუკი ცუნოდა – 11
  13. ფერნანდო ალონსო – 10
  14. პიერ გასლი – 6
  15. სებასტიან ფეტელი – 4
  16. ალექს ალბონი – 3
  17. ლენს სტროლი – 2
  18. გუანიუი ჟოუ – 1

კონსტრუქტორთა თასი

  1. Red Bull – 235 ქულა
  2. Ferrari – 199
  3. Mercedes – 134
  4. McLaren – 59
  5. Alfa Romeo – 41
  6. Alpine – 40
  7. AlphaTauri – 17
  8. Haas – 15
  9. Aston Martin – 7

10. Williams – 3