„ფერარის“ შეფმა არ გამორიცხა ფორმულა 1-ის სეზონის იანვარში დასრულება
„ფერარის“ შეფმა არ გამორიცხა ფორმულა 1-ის სეზონის იანვარში დასრულება

იტალიური საჯინიბო „ფერარის“ შეფმა მატია ბინოტომ საკუთარი აზრი გამოთქვა 2020 წლის კალენდრის შესაძლო სტრუქტურაზე. წლევანდელი სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„მაგიდაზე ბევრი ვარიანტია. თითოეულის განხილვაა საჭირო. მაგალითად, შემოკლებული სეზონი ან სრულფასოვანი ჩემპიონატი და მისი დასრულება 2021 წლის იანვარში. ნებისმიერი სცენარისთვის გახსნილები უნდა ვიყოთ, რათა მაქსიმალურად მეტი რბოლა ჩავატაროთ“, – განაცხადა ბინოტომ.

სეზონი ფორმულა 1-ში გადადებულია ივნისის შუა რიცხვებამდე.