„ფერარის“ პრეზიდენტმა 2021 წელს მიკ შუმახერის ფორმულა 1-ში მისვლის შანსი შეაფასა
„ფერარის“ პრეზიდენტმა 2021 წელს მიკ შუმახერის ფორმულა 1-ში მისვლის შანსი შეაფასა

„ფერარის“ ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ კმაყოფილება გამოთქვა იტალიური გუნდის სარბოლო აკადემიის აღსაზრდილ მიკ შუმახერის პროგრესით, მაგრამ აღნიშნა, რომ ფორმულა 1-ში ადგილის მოსაპოვებლად ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა კიდევ უფრო უნდა მოუმატოს.

„ვფიქრობ, მიკი კარგად ართმევს თავს და ის უკეთესია, ვიდრე 2019 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ფორმულა 2-ში თავის მეორე სეზონში ის პროგრესს უჩვენებს. ჩემი აზრით, მისი წინსვლა სეზონის სტარტიდანვე შეინიშნება. რაღაც მომენტებში არ გაუმართლა, მაგრამ თუ მის გამოსვლას ნახავთ უნგრეთში, მიხვდებით, რომ ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია, რომ ის უმატებს.

რაც შეეხება 2021 წელს ფორმულა 1-ში მოსვლას, მიმაჩნია, რომ ჯერ ძალიან ადრეა რაღაც გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ერთმანეთის წინაშე გულახდილები ვართ, მისი საბოლოო პოზიცია ჩემპიონატში მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს. ასე რომ, ის მიიღებს ადგილს ფორმულა 1-ში, როცა მივიჩნევთ, რომ მისი პროგრესი უკვე საკმარისია. მან, უბრალოდ, უნდა გააგრძელოს მუშაობა და მოგვიანებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალ სეზონზე“, – განაცხადა ბინოტომ.