„ფერარის“ პილოტმა პარაშუტით იფრინა
„ფერარის“ პილოტმა პარაშუტით იფრინა

იტალიური საჯინიბო „ფერარის“ პილოტმა შარლ ლეკლერმა პარაშუტით გადახტომა გადაწყვიტა, მაგრამ თავისი გუნდის ხელმძღვანელობისგან ნებართვა არ აუღია.

მონაკოელმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით თავის გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი გაუზიარა – ის პირველად გადახტა პარაშუტით, თუმცა, იქვე დაამატა, რომ ასეთი ექსტრემალური გართობის გამო, „ფერარის“ ხელმძღვანელობა ოდნავ გაბრაზდა. მიუხადავად ამისა, თავად პილოტი არ ნანობს თავის საქციელს.

„როგორც წესი, უფლებას ვიღებ „ფერარისგან“, თუ მსურს რაიმე არასტანდარტულის გაკეთება. მაგრამ პარაშუტით გადმოხტომის შემთხვევაში, გამონაკლისი გავაკეთე. საკუთარ თავს ვუთხარი: არ შეიძლება ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, თუნდაც ამის გამო პრობლემები შეგექმნას. როცა გუნდში გაიგეს ამის შესახებ, ოდნავ გაბრაზდნენ. მეორედ ასეთ რამეს აღარ ჩავიდენ“, – თქვა ლეკლერმა.