„ფერარის“ პილოტი კიმი რაიკონენი მექანიკოსს დაეჯახა და ფეხი მოტეხა [ვიდეო]

23:28, 08.04.2018

ფორმულა 1-ში ბაჰრეინის გრანპრის დროს, იტალიური საჯინიბოს ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა პიტ-სტოპის დროს ერთ-ერთი მექანიკოსი საკუთარი ბოლიდით წააქცია.

საქმე ისაა, რომ გუნდმა ძალიან მალე აუნთო მწვანე შუქი რაიკონენს. ამ მომენტში, ერთ-ერთი მექანიკოსი ძალიან ახლოს იდგა მანქანასთან. ფინელმა ბოლიდი დაძრა და მექანიკოსს შეეჯახა. რამდენიმე მეტრში, კიმის გაჩერება მოუწია, რადგან უკანა მარცხენა საბურავი ბოლომდე არ იყო მიმაგრებული. ფინელს ეს მომენტში რბოლიდან გამოვარდნად დაუჯდა.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

 

https://twitter.com/NickBromberg/status/983015092647288832

მსგავსი