„ფერარის“ ექსდირექტორი მიხაელ შუმახერს შეხვდა და ჟურნალისტებთან პილოტის ჯანმრთელობის შესახებ ილაპარაკა
„ფერარის“ ექსდირექტორი მიხაელ შუმახერს შეხვდა და ჟურნალისტებთან პილოტის ჯანმრთელობის შესახებ ილაპარაკა

„ფერარის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჟან ტოდტმა ჟურნალისტებს მოუყვა „ფორმულა 1“-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერთან შეხვედრის შესახებ.

„ვნახე მიხაელ შუმახერი გასულ კვირას. ის იბრძვის. იმედია, მსოფლიო მას ისევ იხილავს. ეს ის არის, რისთვისაც მონდომებით მუშაობს თავად შუმახერი და მისი ოჯახი“, – განაცხადა ტოდტმა, რომელსაც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უჭირავს.

ჟან ტოდტი „ფერარის“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა 1993-2007 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა შუმახერმა „სკუდერიაში“ ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

2013 წლის დეკემბერში მიხაელმა თხილამურებით სრიალისას თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ შუმახერი პუბლიკის წინაშე დღემდე არ გამოჩენილა.

დატოვე კომენტარი