„ფერარიმ“ შეიძლება ლუის ჰემილტონი არ დაიტოვოს #1TVSPORT
Lewis Hamilton of Great Britain and Scuderia Ferrari appears ahead of the F1 Grand Prix of Australia at Albert Park Circuit in Melbourne, Australia, on March 15, 2025. (Photo by Qian Jun/Paddocker/NurPhoto via Getty Images)
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა და „ფერარის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა, შესაძლოა, არ მიიღოს ახალი კონტრაქტი იტალიური გუნდისგან, – იტყობინება ამერიკული ტელეკომპანია ESPN.
წყაროს ცნობით, „ფერარის“ სავარაუდო გადაწყვეტილება უკავშირდება ბრიტანელის შედეგებს მიმდინარე სეზონში, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ESPN-ის პროგნოზი არ არის გარანტირებული. ჰემილტონის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდეა ძალაში.
2025 წლის სეზონში 20 ეტაპის შემდეგ ბრიტანელი პილოტი პირად ჩათვლაში მეექვსე ადგილზეა. მისი მეწყვილე შარლ ლეკლერი მეხუთე პოზიციაზეა.