„ფერარიმ“ სებასტიან ფეტელის შემცვლელი იპოვნა
„ფერარიმ“ სებასტიან ფეტელის შემცვლელი იპოვნა

ფორმულა 1-ის იტალიურმა საჯინიბომ „ფერარიმ“ უკვე გაარკვია, ვინ შეცვლის სებასტიან ფეტელს, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „სკუდერიას“.

როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ ირწმუნება, „ფერარიმ“ უკვე გააფორმა კონტრაქტი „მაკლარენის“ ამჟამინდელ პილოტთან კარლოს საინსთან და ამის შესახებ, უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ესპანელი „ფერარისთან“ გაფორმებული კონტრაქტით წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს კონტრაქტს სებასტიან ფეტელთან. გერმანელი გუნდს 2020 წლის ბოლოს დატოვებს.