„ფერარიმ“ ბარსელონას ტრასაზე სარეკორდო დრო აჩვენა
„ფერარიმ“ ბარსელონას ტრასაზე სარეკორდო დრო აჩვენა

წინასასეზონო ტესტების მესამე დღეს ათიდან ცხრა გუნდმა ზამთრის ტესტებზე თავისი საუკეთესო დრო აჩვენა. გამონაკლისი „მერსედესი“ იყო.

ფერარიში“ წინა დღეს დამტვრეული მანქანის აღდგენა მოასწრეს. იტალიური გუნდის დებიუტანტი შარლ ლეკლერი გავლილი დისტანციის მიხედვით მეორე იყო, ხოლო ყველაზე რბილი საბურავებით ბარსელონას ტესტების ისტორიაში საუკეთესო დრო – 1.16,231 აჩვენა.

გუშინ, მეორე პილოტი, რომელიც წუთი და 17 წამიდან გამოვიდა, „ტორო როსოს“ დებიუტანტი ალექსანდერ ელბონი იყო. მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მეათე ადგილზე გავიდა, „მერსედესის“ მეორე პილოტი ვალტერ ბოტასი ბოლოზე აღმოჩნდა.

მესამე დღის შედეგები:
1. ლეკლერი (Ferrari) – 1:16.231 (138 წრე)
2. ელბონი (Toro Rosso) – +0,651 (118)
3. ნორისი (McLaren) – +0,853 (84)
4. გასლი (Red Bull) – +0,860 (65)
5. რიკარდო (Renault) – +0,973 (65)
6. ჰიულკენბერგი (Renault) – +1,265 (73)
7. სტროლი (Racing Point) – +1,325 (103)
8. ჯოვინაცი (Alfa Romeo) – +1,408 (71)
9. გროსჟანი (Haas) -+1,623 (16)
10. ჰემილტონი (Mercedes) – +1,866 (85)
11. რასელი (Williams) – +1,899 (140)
12. მაგნუსენი (Haas) – +1,968 (53)
13. ბოტასი (Mercedes) – +2,631 (97)