„ფერარიმ“ 2020 წლის ჩემპიონატის ბოლიდი წარადგინა
„ფერარიმ“ 2020 წლის ჩემპიონატის ბოლიდი წარადგინა

იტალიურმა საჯინიბო „ფერარიმ“ ოფიციალურად წარადგინა ახალი ბოლიდი, რომელსაც მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატზე გამოიყენებს. პრეზენტაცია ქალაქ რეჯო-ემილიას ერთ-ერთ თეატრში გაიმართა. მანქანის ინდექსია – SF1000. ეს რიცხვი შემთხვევით არ არის შერჩეული – ახალ სეზონში „ფერარი” გახდება პირველი გუნდი ისტორიაში, რომელსაც ფორმულა 1-ში 1000 გრანპრი ექნება ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ წელთან შედარებით, „ფერარის“ შემადგენლობა არ შეცვლილა – პილოტებად რჩებიან გერმანელი სებასტიან ფეტელი და მონაკოელი შარლ ლეკლერი. შარშან, „ფერარი“ კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილზე გავიდა, პირად ჩათვლაში კი ლეკლერმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ფეტელმა – მეხუთე.

მაყურებელი პირველად საქმეში ახალ ბოლიდს ბარსელონაში, წინასასეზონო ტესტებისას იხილავს.