იტალიურმა საჯინიბო „ფერარიმ“ მიხაელ შუმახერის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა დააანონსა, რომელიც 2019 წლის 3 იანვარს შედგება. სწორედ იქ გაიმართება ლეგენდარული გერმანელი ავტომრბოლის სახელობის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია.
ეს აპლიკაცია ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ცხოვრებასა და კარიერას მიეძღვნება. მისი სახელწოდებაა – Schumacher. The Official App. მასში შეგეძლებათ წაიკითხოთ მანქანებზე, რომლებსაც თავისი კარიერისას მართავდა მიხაელი, აგრეთვე, მოისმინონ ძრავების ხმები. გარდა ამისა, ამ აპლიკაციაში მომხმარებლებს შეეძლებათ გაიხსენონ შუმახერის სხვადასხვა ინტერვიუ, ასევე გამართონ ვირტუალური ტური მიხაელის ბავშვობაში, კერძოდ, კრეპენში კარტინგის ტრასაზე.
აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება AppStore-სთვის და Android-სთვის.
ამის პარალელურად, გაეშვება კიდევ ერთი აპლიკაცია – Schumoji App, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ გადმოქაჩონ მიხაელ შუმახერისა და მისი ვაჟის მიკის სმაილები.