„ფერარი“ ლუის ჰემილტონთან მოპალარაკებებს ადასტურებს
„ფერარი“ ლუის ჰემილტონთან მოპალარაკებებს ადასტურებს

„ფერარი“ ადასტურებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ჰემილტონთან ჰქონდა საუბარი. ფორმულა 1-ს იტალიური გრანდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის კერი კამილერიმ განაცხადა, რომ ინგლისელთან თავმჯდომარე ჯონ ელკანმა ისაუბრა.

კამილერიმ ასევე აღნიშნა, რომ „ფერარი“ ძალიან ნასიამოვნებია იმით, რომ მის მიმართ ინტერესს ჰემილტონის დარი პილოტი იჩენს.

„ჯერ რამე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია“, – ამბობს კამილერი. – „როცა დრო მოვა, ყველა ფაქტორს ავწონ-დავწონით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

ჰამილტონს, რომელიც იანვარში 35 წლის ხდება და 2020 წელს სარეკორდო მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებისთვის იბრძოლებს, მომდევნო სეზონში „მერსედესთან“ კონტრაქტი ეწურება.

დატოვე კომენტარი