„ფერარი“ ფორმულა 1-დან წასვლით იმუქრება
„ფერარი“ ფორმულა 1-დან წასვლით იმუქრება

იტალიური საჯინიბოს, „ფერარის“ პრეზიდენტმა, სერჯო მარკიონემ დაადასტურა, რომ მისი გუნდი ფორმულა 1-დან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

უფრო ადრე მარკიონე გამოვიდა გაფრთხილებით – „ფერარი“ დატოვებს „სამეფო რბოლებს“, თუ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა არ გაითვალისწინებს გუნდების ინტერესებს ახალი ტექნიკური რეგლამენტის ფორმირებისას.

„თუ მივიღებთ წინადადებებს ისეთი სარბოლო სერიებიდან, რომლებიც ფორმულა 1-ს გაუწევენ კონკურენციას, მაშინ „ფერარი“ სწორედ ასეთ რბოლებში გადაინაცვლებს. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ფორმულა 1-ის მფლობელ Liberty Media-სთან, რათა ერთად ვიპოვოთ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონდა მათგან წინადადება 10 დღის წინ. ახლა ველოდებით დეტალებს, რათა გავაკეთოთ არჩევანი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. შეგვიძლია ვეძებოთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები. ეს არ არის მუქარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით“, – მოჰყავს F1i-ს მარკიონეს სიტყვები.