ფერანისა და გოდტსის ტრანსფერის შემდეგ, პსჟ მზად არის, ბარკოლა „ლივერპულში“ გაუშვას #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ აცნობა „ლივერპულს“, რომ მზად არის, დააგდოს თავისი გარემარბის, ბრედლი ბარკოლას ფასი მას შემდეგ, რაც „აიაქსიდან“ შეიძინა ფლანგის ნახევარმცველი მიკა გოდტსი, ასევე ოფიციალურად წარადგინა ფერან ტორესი. ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი.
წყაროს ცნობით, „ლივერპული“ ბარკოლას 117 მილიონ ევროდ აფასებს, პარიზულ კლუბს კი დაახლოებით 145 მილიონის მიღება სურს.
გარდა ამისა, მერსისაიდული კლუბი განწყობილია იბრაიმა მბაიეს შეძენაზე.
როგორც გაზეთი L’Equipe-ი წერს, „ლივერპული“ პირველ წინადადებას ამზადებს „პარი სენ-ჟერმენისთვის“ 18 წლის ფეხბურთელზე. ცნობილია, რომ პარიზელები მზად არიან გაუშვან მბაიე, მაგრამ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ.