ფერან ტორესი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT

16:45, 01.08.2026

ფერან ტორესის კარიერაში, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი შემტევი მზადაა, „ბარსელონა“ დატოვოს და კარიერა ფრანგულ გრანდში, „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს.

ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შექმნილმა პრობლემებმა განაპირობა. ცნობილი ხდება, რომ ტორესსა და „ბარსელონას“ შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ესპანური მედიის ცნობით, პარიზულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება ესპანელი მოთამაშისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ ტორესი და პსჟ ფინანსურ და პირობებზე მარტივად, ყოველგვარი გართულების გარეშე შეთანხმდებიან.

ახლა მთავარი სიტყვა კლუბებზეა. უახლოეს დღეებში „ბარსელონა“ და პსჟ ტრანსფერთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ფერან ტორესი გასული მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირია – დამატებით დროში მის მიერ გატანილი გოლით ესპანეთმა არგენტინა დაამარცხა.

მსგავსი