ფერან ტორესი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფორვარდმა, ფერან ტორესმა თანხმობა განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლაზე. ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს კლუბის გამოცვლა სურს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ლუკა ბენდონიმ.
წყაროს ცნობით, ტორესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელება „ძალიან რთულად“ მოჩანს, ამასთან, კატალონელებმა კონტრაქტის პირობები შეათანხმეს „დორტმუნდის“ ფორვარდთან, ქარიმ ადეიემისთან.
ფერან ტორესი „ბარსელონაში“ 2022 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 26 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.