ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდა
ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდა

„ვალენსიას“ გარემარბმა ფერან ტორესმა ოთხ აგვისტოს სამედიცინო შემოწმება გაიარა და „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააფორმა, – ამტკიცებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

უახლოეს პერიოდში, ინგლისის ვიცე-ჩემპიონმა ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს 20 წლის ესპანელის შეძენის შესახებ. ჭორების მიხედვით, პეპ გვარდიოლას გუნდმა ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

2019-20 წლების სეზონში ფერან ტორესმა 44 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.