ფერან ტორესი „ბარსელონაში“ ტრანსფერს დათანხმდა #1TVSPORT
ფერან ტორესი „ბარსელონაში“ ტრანსფერს დათანხმდა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ფერან ტორესი, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს, სადაც ადრე „ვალენსიას“ შემადგენლობაში თამაშობდა.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელზე პრეტენზიას აცხადებს „ბარსელონა“. აღნიშნავენ, რომ ფორვარდის წარმომადგენელი გასულ სამშაბათს სტუმრობდა ბარსელონას. მოლაპარაკებების შედეგად, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობამ მოახერხა ტორესის მხარესთან მოლაპარაკება. „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი მანჩესტერში გაემგზავრება, რათა განიხილოს ინგლისის ჩემპიონთან მოსალოდნელი ტრანსფერი.

ასევე დაიწერა, რომ ფერან ტორესმა თხოვა „სიტის“ ხელმძღვანელობას „ბარსელონაში“ გაშვება და ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამ ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

ამ სეზონში ფერან ტორესმა „სიტის“ რიგებში შვიდი მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.