ფერან ტორესი „ბარსელონას“ შესახებ – კლუბმა უნდა დამარწმუნოს, რომ ჩემი შენარჩუნება სურს #1TVSPORT

21:45, 04.08.2026

ესპანელმა ფეხბურთელმა, ფერან ტორესმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და „ბარსელონას“ მისამართით კონკრეტული გზავნილი გააჟღერა. როგორც 26 წლის ესპანელმა შემტევმა ამერიკულ გამოცემასთან, Sportico-სთან საუბრისას აღნიშნა, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკების დაწყება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად დიდ ინტერესს გამოიჩენს თავად კლუბი.

„კლუბმა უნდა დამარწმუნოს, რომ ჩემი შენარჩუნება სურს. მათ შეუძლიათ, მოვიდნენ, ვისაუბროთ და ყველა დეტალი განვიხილოთ.

კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს. მართალია, ფეხბურთში მოვლენების განვითარებას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგრამ კონტრაქტის არსებობა საშუალებას მაძლევს, მშვიდად დაველოდო და საბოლოო გადაწყვეტილება თავად მივიღო.

რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნო ფაქტია, როცა შენით „პარი სენ-ჟერმენის“ დონის კლუბი ინტერესდება“, – განაცხადა ტორესმა.

2026 წლის მუნდიალის ფინალაში გადამწყვეტი გოლის ავტორის ტრანსფერით, პსჟ-თან ერთად, ინგლისის პრემიერლიგის წამყვანი კლუბებიც ინტერესდებიან.

ტორესი „ბარსელონას“ 2021/2022 წლების სეზონის დაწყების წინ „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან „ბლაუგრანას“ მაისურით 207 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 65 გატანილი გოლითა და 23 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

მსგავსი