„ფენერბახჩეს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „ზენიტთან“ [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე 24-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. „ფენერბახჩემ“ საკუთარ არენაზე „ზენიტს“ უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით 92-84 დაამარცხა.

მატჩის ბედი გადამწყვეტ მეოთხედში გაირკვა, რომელიც თურქულმა გუნდმა 26-19 მოიგო. მასპინძელთა შორის საუკეთესო 24 ქულითა და 7 პასით ნანდო დე კოლო გამოდგა. მარკო გუდურიჩმა საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა. 16 ქულა დააგროვა იან ვესელიმ.

„ზენიტის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით ვილ ტომასი გამოდგა.

24 ტურის შემდეგ ევროლიგას 17 მოგებითა და 7 მარცხით „ბარსელონა“ ლიდერობს. „ფენერბახჩე“ 14 მოგებით მე-6 ადგილზეა. „ზენიტი“, „ანადოლუ ეფესი“ და „ჟალგირისი“ მას 1 მოგებით ჩამორჩებიან.

ოლიმპიაკოსი – პანათინაიკოსი 77-88

ბაიერნი – ალბა 101-95 (ოვერტაიმი)

ლიონი – მილანო 78-69

რეალი – ბასკონია 64-84