„ფენერბახჩეს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „ხიმკისთან“ (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-11 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო თურქულმა „ფენერბახჩემ“. ჟელკო ობრადოვიჩის გუნდმა საკუთარ არენაზე რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 89-76 სძლია. „ფენერბახჩეს“ რიგებში ყველაზე შედეგიააი 20 ქულით ლუიჯი დატომე გამოდგა. 19-19 ქულა დააგროვეს კოსტას სლუკასმა და მელიჰ მაჰმუტოღლუმ. „ხიმკის“ რიგებში კი 26 ქულით დაასრულა შეხვედრა იანის ტიმამ, რომელიც ამ შედეგით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. 18 ქულა მიითვალა ენტონი გილმა.

11 ტურის შემდეგ „ფენერბახჩე“ 4 მოგებითა და 7 მარცხით მე-14 ადგილზე იმყოფება. „ხიმკი“ კი 6 მოგებითა და 5 მარცხით მე-8 ადგილზეა.

ცრვენა ზვეზდა – ვალენსია 76-73

ალბა – ჟალგირისი 69-62

პანათინაიკოსი – ბასკონია 100-68

მაკაბი – ლიონი 93-62