„ფენერბახჩეს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო. ამის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.
ამ კვირას „ფენერბახჩემ“ ორი მატჩის ჯამში წააგო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფი „ბენფიკასთან“ და ვერ შეძლო ძირითად რაუნდში გადასვლა. თურქები ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებენ.
მოურინიო „ფენერბახჩეს“ 2024 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 62 მატჩი ჩაატარა, 37 შეხვედრა მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და 11-ჯერ დამარცხდა.