„ფენერბახჩე“ „პარი სენ-ჟერმენს“ მილან შკრინიარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის #1TVSPORT
„ფენერბახჩე“ „პარი სენ-ჟერმენს“ მილან შკრინიარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ სლოვაკ ცენტრალურ მცველს, მილან შკრინიარს თურქულ „ფენერბახჩეში“ 10 მილიონ ევროდ გაასხვისებს.

სტამბოლის კლუბი სლოვაკ მცველს ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და მას სეზონში 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

30 წლის შკრინიარი ამ დროისთვის პსჟ-ის მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ ინფორმაციით, შეთანხმება უახლოესი 10 დღის განმავლობაში ოფიციალურად დადასტურდება.

შკრინიარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი „ფენერბახჩეში“ იჯარის წესით გაატარა, მან თურქეთის სუპერლიგაში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლის გატანაც შეძლო.