„ფენერბახჩე“ ნეიმარს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT
„ფენერბახჩე“ ნეიმარს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრები ფორვარდი, 33 წლის ნეიმარი იმედოვნებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს დ ამისთვის ის ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს.

თურქული გამოცემის, Fanatik-ის ინფორმაციით, ვარსკვლავური ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს „ფენერბახჩე“. კლუბმა ბრაზილიელს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. წყაროს ცნობით, მომავალი ხელშეკრულების პირობები მეტად მომხიბვლელია ნეიმარისთვის.

ფორვარდი ამა წლის იანვარში დაბრუნდა „სანტოსში“ და დღემდე ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა. მისი კონტრაქტი ბრაზილიურ კლუბთან 30 ივნისამდეა ძალაში.