ფენერბაჰჩეში იოზილის იჯარით აყვანა სურთ
ფენერბაჰჩეში იოზილის იჯარით აყვანა სურთ

 

„ფენერბაჰჩე“ დაინტერესებულია  „არსენალისგან“ ნახევარმცველ მესუთ იოზილი იჯარით იყვანოს და ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, – წერს თურქული გამოცემა Takvim.

გერმანელი ვეტერანი  „არსენალის“ ბოლო სამი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და ვარაუდობენ,  რომ  „მეთოფეებში“ მისი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. 30 წლის იოზილმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი იოზილს დანი სებალიოსსა და ჯო უილოკს ამჯობინებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „არსენალი“ მზად არის გერმანელი იჯარით გაუშვას, რომ მისი ხელფასის ნაწილი მაინც ამ გარიგების შედეგად დაფაროს.

მესუთ იოზილის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ის „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობს, სულ კლუბში კი 233 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 74 შედეგიანი პასი შეასრულა.