„ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დომენიკო ტედესკო შეცვლის #1TVSPORT
„ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დომენიკო ტედესკო შეცვლის #1TVSPORT

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო გახდება. 39 წლის იტალიელ სპეციალისტთან კლუბმა ორწლიანი კონტრაქტის შესახებ უკვე მიაღწია შეთანხმებას.

ტედესკო პოსტზე ჟოზე მოურინიოს ჩაანაცვლებს, რომელსაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ დაემშვიდობნენ.

იტალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ბელგიის ეროვნული ნაკრები იყო. მანამდე კი ტედესკო სხვადასხვა კლუბს წვრთნიდა – „ლაიფციგს“, მოსკოვის „სპარტაკს“, „შალკესა“ და „აუეს“.